© Peter Baumgartner-Don Quixote Declares His Love to Dulcinea

სიყვარულის ფილოსოფია

“სიყვარული აღგვამაღლებს“, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ.”-ვხვდებით გენიალურ ვეფხისტყაოსნის 799 თავში, როდესაც ავთანდილი მის გულში არსებული ყოველი გრძნობის გადმოცემას ცდილობს ფურცელზე მატერიალური სახით, რათა როსტევან მეფისგან მიტევება მიიღოს მისივე ქმედების გამო.და რადგანაც ავთანდილის ეს ხსენებული ქმედება სიყვარულს ეფუძნება, თუმცაღა თავად სიყვარული როგორც იდეა სხვადასხვა სახით გვხვდება (არა მხოლოდ ქალისა და მამაკაცის!): ეროსის, აგაპესა და ფილიასის, ანტიკური ბერძენი მოაზროვნეების მიხედვით, მიზანშეწონილია ამ სამივე კატეგორიის დაწვრილებით განხილვა, რათა მკითხველს დაეხმაროს მის ცხოვრებაში არსებული ღვთაებრივი გრძნობის იდენტიფიცირებაში.

ეროსი

ეროსი სიყვარულის ერთ-ერთი სახეთაგანია, რომელიც რაიმეს ინტენსიურ მოთხონვლიებას ითვალისწინებს.იგი ხშირად მოიხსენიება როგორც სექსუალური ლტოლვა რაიმეს/ვინმეს მიმართ.თანამედროვე დროში მას ეროტიკულ (ბერძ. erotikos) ტერმინადაც შეხვდებით, თუმცაღა საპირისპიროს ამბობს პლატონი მის ნაშრომებში.პლატონის მიხედვით ეროსი ტრანსცედენტული სილამაზისკენ ლტოლვაა, რომელიც ზემოთ ხსენებულს შესაძლოა ითქვას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.სიყვარულის ობიექტი არა ერთი კონკრეტული ინდივიდი, არამედ იდეალური, ჭეშმარიტი მშვენიერებაა.

ფილია

ვნებიან სიყვარულთან განსხვავებით, რომელსაც ეროსის შემთხვევაში ვხვდებით, ფილია (philia) წარმოადგენს ობიექტის მიმართ ლოიალურად განწყობას.ბერძნებისთვის ტერმინი ფილია რაიმეს მიმართ ენთუზიასმს არ გამოხატავდა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ლოიალურობას კონკრეტული სფეროს მიმართ, როგორიცაა: ოჯახი, პოლისი (პოლიტიკურ ჭრილში), სამსახური და დისციპლინა.ნიკომაქეს ეთიკის VIII თავში არისტოტელე მას სხვის მიმართ დახმარებათ მოიხსენიებს, რათა ისევე მივიღოთ იმავე.ფილიას მოთავსება მეგობრობის ჩარჩოში იმ მხრივ შეიძლება, რადგანაც ინგლისურენოვანი მეგობრობის კონცეპციაც იმავეს ადასტურებს, რომ მეგობრობა ერთმანეთის მიმართ კეთილად მოპყრობას, ყურადღების გამოჩენასა და თავმდობლობას გამოხატავს.

აგაპე

აგაპე ღმერთის მამობრივ სიყვარულს გვიხატავს.ღმერთი ადამიანისთვის და ადამიანი ღმერთისთვის, თუმცა იგი შესაძლოა შეგვხვდეს კაცობრიობის ძმური სიყვარულის იდეითაც.აგაპე ერთობლიბად აერთიანებს ზემოთ ხსენებულ ტერმინებს, ეროსსა და ფილიას.სიყვარული, რომელიც უმაღლესის დონის ლოალურობითაა გამსჭვალული, ტრანსცედენტულია რაიმე კონკრეტულის მიმართ, და ვნებიანია ურთიერთ გაცვლის გარეშე.კონცეფცია უშუალოდ მომდინარეობს იუდაურ-ქრისტიანული მოძღვრებიდან:„შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”. (ლუკა 10:27).

Reference

Alexander Moseley. Internet encyclopedia of philosophy. May 6, 2022, from https://iep.utm.edu/love/