Site icon

როგორ გამოიყურებოდნენ სინამდვილეში ანტიკური სამყაროს ცნობილი ბერძნები?

დაახლოებით 2,500 წლის წინ, საბერძნეთი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიული ერთეული ანტიკურ მსოფლიოში.ბერძნები იყვნენ დიდებული მოაზროვნეები, მეომრები, მწერლები, მსახიობები, ათლეტები არქიტექტორები და პოლიტიკოსები.დღევანდელ სტატიაში თქვენ იხილავთ თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით თორმეტ კონსტრუირებულ ფოტოს ალესანდრო ტომაშის მიერ, სადაც ასახულია ანტიკური სამყაროს ცნობილი ბერძნები.

კანონმდებელ პერიკლეს სახის რეკონტრუქცია (ძვ. წ. 495-429)

პერიკლე იყო უმნიშვნელოვანესი ათენელი კანონმდებელი, ორატორი და გენერალი.მას უკავშირდება ათენის ოქროს ხანა, მან ასევე დიდი ღვაწლი გაიღო პეოლოპონესის ომის მიმდინარეობისას.

ფილოსოფოსისა და მათემატიკოსის, თალესი მილეთელის (ძვ. წ. 626-548) სახის რეკონსტრუქცია

თალესი მილეთელი იყო ბერძენი მათემატიკოსი, ასტროლოგი და სოკრატეს ფილოსოფიის მიმდევარი მილეთიდან (იონი).იგი ერთ-ერთია შვიდ ბერძენ ბრძენთაგან.

ბერძენი ფილოსოფოსის, ჰეროდოტეს (ძვ. წ. 484-425) სახის რეკონსტრუქცია

ჰეროდოტე იყო ანტიკური ბერძენი ისტორიკოსი წარმოშობით ჰალიკარნაჰიდან, რომელიც სპარსეთის იმპერიაში მდებარეობდა.იგი ცნობილია ისეთი ნაშრომის შექმნით, როგორიცაა “ისტორიები”, სადაც დეტალურადაა აღწერილი ბერძნულ-სპარსულ ომები.

ათენელი ფილოსოფოსის, პლატონის (ძვ. წ. 428-348) სახის რეკონსტრუქცია

პლატონი იყო ათენელი ფილოსოფოსი საბერძნეთის კლასიკური პერიოდის მიმდინარეობისას.იგი დამფუძნებელია “აკადემიისა” და “მოაზროვნეთა სკოლის”, რომლებიც მიჩნეულია პირველ, უმაღლესი განათლების მიღების ინსტიტუტად დასავლეთ სამყაროში.

ანტისთენეს (ძვ. წ. 446-336) სახის რეკონსტრუქცია

ანტისთენე იყო ბერძენი ფილოსოფოსი და სოკრატეს მოწაფე.ანტისთენემ პრიველად რიტორიკა შეისწავლა, სანამ სოკრატეს მოწაფე გახდებოდა.მან დაიწყო სოკრატეს ეთიკური სწავლებების შესწავლა და შემდეგ განვრცობა.იგი უმეტესწილად ასკეტურად ცხოვრობდა და ასწავლიდა თუ როგორ უნდა გახდეს ადამიანი მაღალ მორალური.

ზენონის (ძვ. წ. 334-262) სახის რეკონსტრუქცია

ზენონი წარმოშობით ციტიუმიდან იყო.იგი ბერძენი ფილოსოფოსია, რომელსაც უკავშირდება სტოიციზმის სკოლის დაფუძნება, რომელ მოძვრებასაც ათენში, ძვ.წ III-ე საუკუნეში ასწავლიდა.

არისტოტელეს (ძვ. წ. 384-322) სახის რეკონსტრუქცია

არისტოტელე იყო ბერძენი ფილოსოფოსი და პოლიმათი (ბერძნ. polymathēs , “ბევრი ვისწავლე”) ანტიკურ საბერძნეთში, კლასიკურ პერიოდისას.მან დააფუძნა ლიცეუმი, პერიპატერული ფილოსოფიის სკოლა და არისტოტელეური ტრადიცია.

ჰომეროსის (ძვ. წ. 928-?) სახის რეკონსტრუქცია

ჰომეროსს უკავშირდება ილიადასა და ოდისეის, ორი ეპიკური პოემის შექმნა, რომლებიც ანტიკური საბერძნეთის ფუნდემანტურ ლიტერატურულ ნაშრომებათაა მიჩნეული.ილიადა ეფუძნება ტროას ომს, როდესაც ქალაქი ათი წლის განმავლობაში ალყაში იმყოფებოდა სხვა ბერძნული პოლისების მიერ.

სოკრატეს (ძვ. წ. 470-399) სახის რეკონსტრუქცია

სოკრატე იყო ბერძენი ფილოსოფოსი ათენიდან, რომელიც მიჩნეული დასავლური ფილოსოფიის ფუძემდებლად.ამასთან ერთად პირველ მორალის ფილოსოფოსად დასავლური ეთიკური ტრადიციის კუთხით.

ქრისიპეს (ძვ. წ. 279-206) სახის რეკონსტრუქცია

ქრისიპე ბერძენი სტოიკოსი ფილოსოფოსი იყო.იგი წარმოშობით სოლიდან, სიცილიიდან იყო, თუმცა შემდეგ ახალგაზრდობაში ათენში გადავიდა, სადაც გახდა კლიენთეს მოწაფე სტოიციზმის სკოლაში.კლიენთეს სიკვდილის შემდეგ ძვ. წ. 230 წელს იგი გახდა სკოლის მომდევნო ხელმძღვანელი.

პითაგორას (ძვ. წ. 570-495) სახის რეკონსტრუქცია

პითაგორა სამოსელი იყო ბერძენი ფილოსოფოსი იონიდან და დამსახურებული სულისჩამდგმელი პითაგორიზმის.მისი პოლიტიკური და რელიგიური სწავლებები ცნობილი გახდა “მაგრა გრესიაში” და ასევე დიდი ზეგავლენა იქონია ისეთ ფილოსოფოსებზე, როგორებიც გახლავთ არისტოტელე, პლატონი და სხვა გამოჩენილი დასავლელი მოაზროვნეები.

პარმენიდეს (ძვ. წ. 515-?) სახის რეკონსტრუქცია

პარმენიდე ელეელი იყო სოკრატეს ფილოსოფიის გზის გამგრძელებელი ელეედან, მაგნა გრესიიდან.მისი იდეები უმნიშვნელოვანეს ხასიათს ატარებდა დაახლოებით ძვ. წ. 475 წლისთვის.სწორედ პარმინედეს უკავშირდება მეტაფიზიკისა და ონტოლოგიის დაფუძნება, როდესაც ამავდროულად ხელი შეუწყო დასავლური ფილოსოფიის აღმავლობას.

დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი იყო ანტიკური სამყაროს ცნობილი ბერძნების სახეების თანამედროვე ვერსიები, რომლებიც არამხოლოდ მათი სახეების ახლებურ ვიზუალს გვთავაზობს, არამედ გვამოგზაურებს კონკრეტულ დროის მონაკვეთში.იგი გვიხატავს თუ როგორი იყვნენ ზემოთ ნაჩვენები ადამიანები სინამდვილეში, არა როგორც ლეგენდარულნი, უნაკლოებასთან მიახლოებულნი, თუმცაღა რიგითი ჩვეული ინდივიდები ყოველდღიური ნაკლითა თუ ხორციელი თვისებებით.

Reference

Exarchopoulos, S. (2020, November 18). 12 reconstructed faces of famous Ancient Greek philosophers, poets, mathematicians and politicians. GHD. Retrieved May 14, 2022, from https://www.greecehighdefinition.com/blog/2020/11/18/12-reconstructed-faces-of-famous-ancient-greek-philosophers-poets-mathematicians-and-politicians

Exit mobile version