Site icon

რატომ არის ამერიკელი Z თაობის უმეტესი ნაწილი ნაკლებად  რელიგიური და მიუძღვით თუ არა ამ ყოველივეში წვლილი მათ მშობლებს?

რელიგიურ ადამიანთა რაოდენობა თვალშისაცემია და ამასთან ერთად მისი მაჩვენებელი დროდადრო იზრდება, თუმცაღა ამავდროულად ვხვდებით ეკლესიურობის დაბალ მაჩვენებელს, რომელიც არა ერთი კონკრეტული ინდივიდის თუ ორგანიზაციების, არამედ ე.წ Z თაობას უნდა მივაწეროთ (ამ თაობაში მოიაზრება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც 1990 წლიდან 2012 წლამდე დაიბადნენ). დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს მშობელი ბავშვის რელიგიურ რწმენის განსაზღვრაში და არის თუ არა ეს ყოველივე მხოლოდ Z თაობის შემადგენელი ნაწილი.მოცემული თარგმნილი სტატიის ავტორი ჯენიფერ გრეჰემია.სტატიაში ასახული სტატისტიკური მონაცემები თუ კვლევები ჩატარდა Desertnews-ის მხარდაჭერით, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი (1850 წლიდან) სამაუწყებლო კომპანიაა მთელ აშშ-ში.

ამერიკელი მოსახლეობის  ნაწილი 18 წლიდან 29 წლამდე აღარ მიდის ეკლესიაში, მათ ბებია ბაბუების სტატისტიკურ მაჩვენებელთან შედარებით და ეს მაჩვენებელი თავისთავად დროდადრო მატულობს.უახლოესი გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ჩატარდა დეზერტ ნიუსისა და მარისტ პოლის მიერ, გაირკვა, რომ მხოლოდ 21% Z თაობის სტუმრობს ეკლესიას თვეში მხოლოდ ერთი ორჯერ.აღარაფერს ვამბობთ მათ სულიერ ცხოვრებაზე, როდესაც ამ “ახალგაზრდა” თაობის ნაწილი ლოცვაზეც კი ამბობს უარს.ფართოდ რომ ითქვას, როდესაც მთელი მოსახლეობის ოთხი მეათედი ამბობს რომ ყოველდღიურად ლოცულობენ, ამ შემთხვევაშიც მხოლოდ 70% ამერიკელების, 60 წლამდე ან უფრო ხანშიშესული იგულისხმება.როდესაც ამ ციფრებს ვხედავთ ჩვენდაუნებურად ლოგიკურ დაკსვნამდე მივდივართ, რომ Z თაობაა პასუხისმგებელი “ეკლესიის სიკვდილზე”.განვლილი ათწლეულების განმავლობაში რწმენის დაქვეითებამ საგრძნობლად მოიმატა.ერთ-ერთ სტატიაში, რომელიც The Guardian-ზე გამოქვეყნდა, შეხვდებით კათოლიკე პასტორებს, რომლებიც ყიდიან ეკლესიის საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებას, რასაც მოჰყვა შემდეგი სახის კომენტარები, რომ “ეკლესიისთვის მომაკვდავი ცუნამი ახლოვდება”, ან სულაც ერთი ინდივიდის მიერ განცხადებული: “რამოდენიმე ათწლეულებში ეკლესია გადაშენების პირას იქნება”.გამოჩენელი პასტორები, როგორიც გახლავთ ტიმ ქელერი, რომელიც ნიუ ორქში ასრულებს სასულიერ საქმეს, საჯაროდ საუბრობს პოსტ-ქრისტიანულ ამერიკაზე.

თუმცაღა, ასაკოვანი ამერიკელები ვისაც ესმის რელიგიის მნიშვნელობის როლი, რომელიც მრავალი დაცემულის მანუგეშებელია, თუნდაც ეკონომიკური სიდუხჭირის, მარტოობისა თუ მენტალური პრობლემების, იხსენიებენ თანამედროვე თაობას, როგორც “ ამ ახლანდელს ბავშვებს!”, რათა მათივე პოზიცია რაღაც კუთხით დაიცვან, როდესაც ხვდებიან ზემოთ ხსენებულ სტატისტიკურ მაჩვენებელსა თუ ფაქტებს Z თაობის შესახებ.ამასობაში, როდესაც ეს ყოველივე, ზემოთ თქმული, გარკვეულწილად  რეალობას შეესაბამება, მთავარი ბრალდებულნი არა Z თაობა, არამედ მათი მშობლები არიან.ეს მწარე სიმართლეა უფროსი თაობის შესახებ, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობდნენ მათი შვილებისთვის საუკეთესო გაკვეთილი ესწავლებინათ, თუმცაღა დღევანდელი შედეგის მიხედვით შვილები ისეთ ისნტიტუტს ჩამოაშორეს, რომელიც თანადგომას, იმედსა და დახმარებას სთავაზობს.დაზუსტებისთვის, დავაკვირდეთ  გამოკითხვის ცენტრის  შედეგებს, რომელიც მარტის თვისთვის გამოქვეყნდა.კოქსმა მასში ჩართულობისას აღნიშნა, მისი ანალიზისა და შეგროვებული მონაცემების დახმარებით, რომ არარელიგიურობა Z თაობის მთავარ მახასიათებელ ნიშნულად არ უნდა იქნეს მიჩნეული, როგორც ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპული ფრაზა წარმოაჩენს მათ “ახლანდელ ახალგაზრდებად”, არამედ ყველა თაობის მშობელთა უმეტესობა ფიქრობს, რომ მათი შვილები ხანდახან რაღაც კუთხით არ დგანან სწორ გზაზე, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ “მდინარე სწორ კალაპოტს დაუბრუნდეს, იგი საპირისპირო მიმართულებით მიედინება”.

კოქსი აღნიშნავს, რომ Z თაობის უმეტესობამ 18 წლამდე აირჩიეს არარელიგიური მსოფხედველობა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ასეთი აზროვნების ჩამოყალიბებაში თანამედროვე სეკულარულ ხედვას არ მიუძღვის ბრალი, რომლითაც კოლეჯების უმეტესობაა გაჟღენთილი, არამედ მათი ოჯახის წევრები არ სთესენ კონკრეტულ ნაყოფს უფრო ღრმად, რომელიც რელიგიურ რწმენასა და პრაქტიკას ეფუძნება.

კოქსი წერს: როგორც კი შევძლებთ დაპირებების შემცირებას რელიგიურ მრწამსში,  უფრო მეტად გაიზრდება იმის შანსი, რომ ბავშვობიდან შუახნის ასაკამდე შენარჩუნდეს რელიგიოურობის მაღალი მაჩვენებელი.თუკი ვინმეს გააჩნია “ჯანსაღი რელიგიური რწმენა წარმოდგენები” ახალგაზრდობის ასაკში, როდესაც გაზრდის პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ასე უფრო მეტად გამარტივდება რწმენა წარმოდგენებისა და რელიგიური პრაქტიკის შენარჩუნება უფროსობის ასაკამდე.”დამახინჯებული” რელიგიური რწმენა წარმოდგენების გარეშე ამერიკელები თავს ნაკლებად მიჯაჭვულად გრძნობენ მათი მშობლების ტრადიციებთან და ღირებულებებთან.  “ყმაწვილი თავიდანვე სწორად გაწვრთენი და სიბერეშიც არ გადაუხვევს გზიდან-იგავნი სოლომონისა 22:6.”

მაშინ რატომ გამოავლინეს Z თაობის მშობლებმა შედარებით ნაკლები ყურადღება მათი შვილების რელიგიურ პრაქტიკაში  ჩართვისას, რატომ არ ლოცულობდნენ პატარებთან ერთად სანამ “საზრდოს” მიიღებდნენ, რომელიც რწმენის ერთ-ერთი სიმბოლოა?

ბლუმბერგის Z თაობას ერთ-ერთ სერიებში მეთიუ ბოილი და მეთიუ თაუნსენდი ამტკიცებენ, რომ მარკეტინგის ექპსერტებს, რომლებიც ცდილობენ პროდუქციის მიყიდვას ამ კონკრეტულ ასაკის ინდივიდებზე, პირველ რიგში ის უნდა გაიგონ თუ ვინ არიან მათი მშობლები.

ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ , Z თაობის ხედვები გამოიკვეთა X თაობის მიერ (ადამიანთა ნაწილი, რომელბიც შემდეგი დროის მონაკვეთში დაიბადნენ: 1965-1980), რომლებიც მოესწრნენ ისეთ ისტორიულ კრიზისებს, როგორიცაა ვოლტერგეიტის საქმე, ბერლინის კედელის დაგნრევა, ჩელენჯერის აბეთქება და დონი კინგი-წერს ბოილი და თაუნსენდი.განაგრძობენ: უთანხმოება გახშირებული იყო უამრავ ოჯახში.„ გაყრის მაჩვენებლები ექსტრემალურად გაიზარდა 1970-იანი წლებისთვის,  გაიზარდა სამეზობლოების რიცხვი, რომლებიც სავსე იყო მშობლების მეთვალყურეობის გარეშე მყოფი ბავშვებით.ისინი უფრო მეტად გლობალურ გარემოში გაიზარდნენ, სადაც ნაკლებად იყვნენ შეზღუდულნი მრავალგვარი კუთხით.

ამ პასაჟით, ბლუმბერგის რეპორტი გვთავაზობს მინიშნებას Z თაობის დაბალ რელიგიურობაზე:დანგრეული ოჯახები და ავტონომიის მქონე უმეთვალყურეო ბავშვები, რომლებიც ცინიკურად გაიზარდნენ თვალისდახამხამებაში.აქვე შევხვდებით სხვა დიდი როლის მოთამაშე ფაქტორებს, რათქმაუნდა , ისეთი ზემოქმედების ქვეშ მყოფებს, როგორიცაა ექსტრაორდინალური აქტივობები და საკვირაო სპორტები, მნიშვნელოვნად აღქმულნი პრესტიჟული უნივერსიტეტების მიერ.კვლევა ოჯახების რელიგიურობის შესახებ ნათლად აჩვენებს, რომ არსებობს ძლიერი კორელაცია მყარ ოჯახსა და რელიგიურ რწმენას შორის.

ბრედ ვიკოქსი, ვირჯინიის უნივერსიტეტის ეროვნული ქორწინების პროექტის დირექტორი ამბობს:” რადგანაც რეგურალური დასწრება ეკლესიურ რიტუალებში დედების უფრო მაღალია ვიდრე მამების, ამ უკანასკნელთა რელიგიურობა უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას ბავშვებში.შესაბამისად, ბავშვები, რომლებიც ხედავენ ორივეს, დედისაც და მამის რეგურალურ დასწრებას ეკლესიაში, არიან უფრო მეტად მორწმუნეები, ვიდრე იმ ბავშვებთან განსხვავებით ,რომელთა  მხოლოდ  ერთი მშობელი, ამ შემთხვევაში  დედა, არის ჩართული მსგავს ღონისძიებებში.

როდესაც ორი რელიგიურად მართლმორწმუნე მშობლები შორდებიან, ამ დროს ბავშვებში ღვთის რწმენა ნაკლებად სუსტდება სოციოლოგი ჯერემი უქერის მიხედვით, რომელიც ბეილორის, ქრისტოფერ ელისონისა და ტექსასის სან ანტონიოს უნივერსიტეტებში მოღვაწეობს.მისი კვლევის მიხედვით:” უფროსები, რომლებიც ერთი მშობლის მიერ გაიზარდნენ ოჯახში, არიან ნაკლებად აფილირებულები რელიგიასთან და ამასთანავე საკმაოდ უჭირთ საკუთარი თავის რომელიმე რელიგიურ ჯგუფთან მიკუთვნება.ისინი ასევე ნაკლებად ითხოვენ სასულიერო დახმარებას ღვთისმსახურთაგან.

თუმცაღა უქერის მიხევით ზოგი შემთხვევის ეფექტი ცოტათი განსხვავდება ზემოთ თქმულთაგან.მაგალითისთის, მშობელთა გაყრას ნაკლებად რთული ზეგავლენა აქვს მათზე ვისი მშობლებიც არ იყვნენ ჩართულნი რელიგიურ აქტივობებში,მაშინ როდესაც რელიგიურად მართლმორწმუნე მეურვეს ძალუძს მოახდინოს რელიგიურობის ზეგავლენის კომპენსირება ბიოლოგიურ მშობეთან განსხვავებით.

მაგრამ ამასთანავე გვხვდება მყარი დასტური იმისა, რომ რეგურალური კავშირის დაკარგვა რელიგიურ მშობლებთან იწვევს სხვადასხვა შემთხვევებს, თუნდაც როდესაც მეურვე ვერ ახერხებს არსებული სულიერი სიცარიელის შევსებას.

ზოგმა კვლევამ ასევე აღმოაჩინა, რომ როდესაც მშობლები იყრებიან, მამები ნაკლებად ხასიათდებიან რელიგიური აქტივობების მიმართ ჩართულობით, რადგანაც ბავშვები მათთან არიან.ეს არც არის გასაკვირი პრინციპში.ქალები ზოგადად უფრო მეტი მორწმუნეობით ხასიათდებიან ვიდრე მამაკაცები და უფრო დიდ როლს თამაშობენ ოჯახში რელიგიური გარემოს შექმნისთვის.თუმცაღა მამის როლი მაინც უმნიშვნელოვანესია და, როგორც მოგვეხსენება ამ ყოველივეში შესაძლოა სოციალური და გენეტიკური ფაქტორები აღმოვაჩინოთ, იქნება ბავშვი ნაკლებად მორწმუნე თუ საერთოდ წაიშლება მასში რელიგიური აზროვნება. 

კელსი დალასმა დესერტ ნიუსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მამები რომლებსაც აქვთ ახლო ურთიერთობა მათ შვილებთან არიან მეტად დაშორებულები ეკლესიურ პრაქტიკას, ვიდრე ისინი, რომელნიც შედარებით არამყარი ურთიერთობით ხასიათდებიან.56% მამებისა და შვლების რომლებსაც აქვთ ახლო ურთიერთობა, იზიარებენ საერთო რელიგიურ პრაქტიკაში მონაწილეობის დონეს.ხოლო საპირისპიროა 36% მამების, რომლებსაც სუსტი ურთიერთობა აქვთ შვილებთან.

ამას გარდა კვლევა ვერნ ბენგსტონის მიერ ჩატარებული გვიჩვენებს, რომ როდესაც საკითხი რწმენის აქტუალობას ეხება მამისა და შვილის სიახლოვე უმნიშვნელოვანესია დედისგან გასხვავებით.

სტატისტიკურად ნაჩვენებია, რომ დედებს უფრო მეტად ეკუთვნით მეურვეობის უფლება დაშორების ჟამს ვიდრე მამებს, რაც ლოგიკურად მიყვება იმ მოსაზრებას, რომ შეუძლებელია არ იყოს ისეთი ქვეყანა, რომელსაც უმაღლესი მაჩვენებელი არ აქვს ერთი მშობლის მეურვეობის ქვეშ მყოფი ბავშვის, ხოლო ზემოთ ნათქვამი ნათლად ცხადყოფს, რომ   ათეისტური მსოფხედველობა ამ ბავშვებში საკმაოდ მაღალია.

Reference

Graham, J. (2022, April 24). Perspective: Young adults are losing their religion. are their parents to blame? Deseret News. Retrieved May 20, 2022, from https://www.deseret.com/2022/4/23/23013578/perspective-young-adults-are-losing-their-religion-are-their-parents-to-blame-gen-z-generation-x

Exit mobile version