რატომ არის ამერიკელი Z თაობის უმეტესი ნაწილი ნაკლებად რელიგიური და მიუძღვით თუ არა ამ ყოველივეში წვლილი მათ მშობლებს?
რელიგიურ ადამიანთა რაოდენობა თვალშისაცემია,მისი მაჩვენებელი დროდადრო იზრდება, თუმცაღა ამავდროულად ვხვდებით ეკლესიურობის დაბალ მაჩვენებელს, რომელიც არა ერთი კონკრეტული ინდივიდის თუ ორგანიზაციების, არამედ ე.წ Z თაობას უნდა მივაწეროთ (ამ თაობაში მოიაზრება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც 1990 წლიდან 2012 წლამდე დაიბადნენ). დღევანდელ სტატიაში შეიტყობთ თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს მშობელი ბავშვის რელიგიურ რწმენის განსაზღვრაში და არის თუ არა ეს ყოველივე მხოლოდ Z თაობის შემადგენელი ნაწილი.მოცემული სტატიის ავტორი ჯენიფერ გრეჰემია.სტატიაში ასახული სტატისტიკური მონაცემები თუ კვლევები ჩატარდა Desertnews-ის მხარდაჭერით, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი (1850 წლიდან) სამაუწყებლო კომპანიაა აშშ-ს შტატ, უტაჰში.